რას აცხადებს ნიკა გვარამია პროკურატურის დატოვების შემდეგ?
რას აცხადებს ნიკა გვარამია პროკურატურის დატოვების შემდეგ?
“რუსთავი 2”-ის ყოფილმა დირექტორმა და ამჟამად “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ პპროკურატურის შენობა დატოვა.

გვარამია საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც მას ბრალი ოფიციალურად გააცნეს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ბრალდებაში ახალი არაფერში არ ეწერა და ის მიმდინარე გამოძიებას “მთავარი არხის” ეთერში გასვლას უკავშირებს.

ნიკა გვარამის არ გამორიცხავს, რომ მოხდეს მისი დაკავებაც. თუმცა აცხადებს, რომ პროცესების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, არხს სხვა დირექტორი ეყოლება და აღნიშნავს, რომ “მთავარ არხს” მაუწყებლობასთან დაკავშირებით
პრობლემები არ შეექმნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 10 სექტემბერს იწურება ვადა 40 ათასლარიანი გირაოს გადახდის, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას დააკისრა, თუმცა ნიკა გვარამია კვლავ აღნიშნავს, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს.

"ინტერპრესნიუსი"

დვალთელი
07 სექტემბერი 2019 15:54
სიცხვილია ესენი ასე რო ბლატაობენ

რუბრიკის სხვა სიახლეები