"ალბათ, ამ საქმეში ახლობელია გარეული, თანაც ქალი"
"ალბათ, ამ საქმეში ახლობელია გარეული, თანაც ქალი"
"სიმას 3 დღით ადრე გამოუტანია ლომბარდიდან ოქროული... ალბათ, ეს იცოდა მკვლელმა"

5 სექტემბერს თემქის მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მოტივი უცნობია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, 62 წლის სიმა მირზოევა-პივაზი სასტიკად არის ნაწამები. ჩანს, ქალმა დამნაშავეს წინააღმდეგობა გაუწია, ან იცნო და ამიტომ გაუსწორდნენ. განგაში ზედა სართულის მეზობელმა­ მას შემდეგ ატეხა, რაც ბინიდან­ გამოსული­ კვამლი დაინახა. მეზ­ობლებმა ოჯახის უფროსს დაურეკეს და მისგან შეიტყვეს, რომ შინ
მისი მეუღლე იყო.

"მეზობლის კივილი გავიგონე, სიმას ბინიდან კვამლი­ გამოდის, რამე ხომ არ დარჩათ ჩართულიო. გვეგონა, სახლში­ არავინ იყო - მეუღლეს სამსახურში რომ გააცილებდა, სიმა ავადმყოფ დედასთან გვერდით კორპუსში გადადიოდა. ზურას მოსვლამდე სახანძრო მოვიდა და ბინაში შეღწევა სცადეს. სიმა მოკლულია! დამნაშავემ კვალის წაშლის მიზნით ბინაში
ცეცხლი გააჩინა, თუმცა პოლიციელმა გვითხრა,­ ცხედარი დამწვარი არ არისო.­ თქვეს, ტაბურეტით აქვს თავი გახეთქილიო - თურმე იქვე ეგდო სისხლიანი­. ახლა ირკვევა, რომ დანითაც მიუყენებიათ ჭრილობები. ალბათ, ამოიცნო მკვლელი და ამიტომაც გაიმეტა მოსაკლავად", - ამბობს მეზობელი.

ბინიდან ოქროული­ და ფულია წაღებული და ერთი ვერსიით მკვლელობის­ მოტივად­ ყაჩაღობა სახელდება. შემთხვევის ადგილზე იპოვეს ოქროს­ საყურე.­

"ეს საყურე სიმას მეუღლემ უყიდა და ძალიან უყვარდა. როგორც ჩანს, ყურიდან მოჰგლიჯეს, მაგრამ დარჩათ. ალბათ, ამ საქმეში ახლობელია გარეული, თანაც ქალი.

სიმა კარს უცხოს არ გაუღებდა, თან ღამის პერანგი­ ეცვა და მით უმეტეს მამაკაცს პერანგით არ დახვდებოდა. წლების წინ გლდანში ცხოვ­რობდნენ და იქაც დააყაჩაღეს. ერთხანს რუსეთში ცხოვრობდნენ და იქაც გაუქურ­დავთ. მას შემდეგ შეშინებული იყო და კარს უცხოს არ გაუღებდა. ვფიქრობთ, ამ საქმეში ახლობელი ურევია. მაგიდაზე უნახავთ ორი ყავის ჭიქა.
ეტყობა,­ ყავაც მოუდუღა ვიღაცას", - ამბობს ნათესავი.

ბინაში იატაკი სისხლით იყო მორწყული,­ ავეჯი დამწვარი და ნივთები დამსხვრეული დახვდათ სამართალდამცავებს. სავარაუ­დოდ, ქალი ლოჯიაში მოკლეს, ფარდასა და კედლებსაც სისხლის შხეფები ეტყობოდა. საძინებელში ერთიანად დაუჭრიათ ლეიბები და ბალიშები.
"სიმას 3 დღით ადრე გამოუტანია ლომბარდიდან ოქროული... ალბათ, ეს იცოდა მკვლელმა", - ამბობს მეზობელი.
ოჯახი შურისძიების მოტივით მკვლელობას გამორიცხავს, ამიტომ ჯერჯერობით ერთადერთი ვერსია განიხილება - ყაჩაღობა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები