დალი ჩიტალაძის ვაჟის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
დალი ჩიტალაძის ვაჟის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეს მყოფი დ.ს. დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 სექტემბერს თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა 1980 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა
დ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს.

პოლიციამ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

გიორგი
11 სექტემბერი 2019 12:44
რა მსუბუქი დაზიანება, სადარბაზო სისხლით იყო მორწყული!

რუბრიკის სხვა სიახლეები