"მე ვარ ალა­ლი და ამ­დე­ნი ხანი მტან­ჯავ­დნენ" - რა ხდებოდა პროცესზე, სადაც სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მოხუცი გათავისუფლდა
"მე ვარ ალა­ლი და ამ­დე­ნი ხანი მტან­ჯავ­დნენ" - რა ხდებოდა პროცესზე, სადაც სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მოხუცი გათავისუფლდა
სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში 5 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძეს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა შე­ეც­ვა­ლა და 2000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­ა­მო­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე მა­მუ­კა წიკ­ლა­ურ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა უმ­ცროს ომარ გამ­ყრე­ლი­ძეს, მო­სა­მარ­თლემ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა-პა­ტიმ­რო­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნად მი­იჩ­ნი­ეს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა და ოჯა­ხის წევ­რებ­მა.

დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბამ­დე გამ­ყრე­ლი­ძე შვი­ლიშ­ვილს ჩა­ე­ხუ­ტა და გა­ნა­ცხა­ხა, რომ უსა­მარ­თლო­ბაა, რო­დე­საც "მას სა­პა­ტიმ­რო­ში ტო­ვებს, თვი­თონ კი თა­ვი­სუ­ფა­ლია".

"მე ვარ ალა­ლი და ამ­დე­ნი ხანი მტან­ჯავ­დნენ... რო­დე­საც და­მა­კა­ვეს მკვდა­რი­ვით წა­მი­ღეს ბორ­კი­ლებ­და­დე­ბუ­ლი. ვე­კი­თხე­ბი ყვე­ლას, სად არის სა­მარ­თა­ლი?! წინა დღეს მან­ქა­ნა გავ­რე­ცხე, ამ­დე­ნი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა რომ მე­ნა­ხა რო­გორ ფიქ­რობთ, რა­მეს არ ვი­ღო­ნებ­დი, იქ დავ­ტო­ვებ­დი? ან ამ ხე­ლე­ბით ამ მდგო­მა­რე­ო­ბით რო­გორ შევ­ძლებ­დი ია­რა­ღის ჭე­რას?!" - გა­ნა­ცხა­და პრო­ცე­სის დროს 85 წლის
ომარ გამ­ყრე­ლი­ძემ. იხილეთ სრულად

10 სექტემბერი 2019 16:37
საღად ვეღარ აზროვნებ ჩვენი ძალოვნები აღარ ძალუძს სწორად წარმართონ გამოძიება რა გჭირთ ხალხნო .ამ ხნის მოხუცს რომ აწვალებთ სხვა ვერავინ ნახეთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?