"მე ვარ ალა­ლი და ამ­დე­ნი ხანი მტან­ჯავ­დნენ" - რა ხდებოდა პროცესზე, სადაც სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მოხუცი გათავისუფლდა - კვირის პალიტრა

"მე ვარ ალა­ლი და ამ­დე­ნი ხანი მტან­ჯავ­დნენ" - რა ხდებოდა პროცესზე, სადაც სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მოხუცი გათავისუფლდა

სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალა და 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა. ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონულ საამოსამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გამოაცხადა.

რაც შეეხება უმცროს ომარ გამყრელიძეს, მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიება-პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანად მიიჩნიეს დაკავებულების უფლებადამცველმა და ოჯახის წევრებმა.

დარბაზის დატოვებამდე გამყრელიძე შვილიშვილს ჩაეხუტა და განაცხახა, რომ უსამართლობაა, როდესაც "მას საპატიმროში ტოვებს, თვითონ კი თავისუფალია".

"მე ვარ ალალი და ამდენი ხანი მტანჯავდნენ... როდესაც დამაკავეს მკვდარივით წამიღეს ბორკილებდადებული. ვეკითხები ყველას, სად არის სამართალი?! წინა დღეს მანქანა გავრეცხე, ამდენი საბრძოლო მასალა რომ მენახა როგორ ფიქრობთ, რამეს არ ვიღონებდი, იქ დავტოვებდი? ან ამ ხელებით ამ მდგომარეობით როგორ შევძლებდი იარაღის ჭერას?!" - განაცხადა პროცესის დროს 85 წლის ომარ გამყრელიძემ. იხილეთ სრულად