"მამაჩემის ძმა იყო, მეგონა გვერდში მედგა და რა ვიცოდი, მან თუ მომიკლა დედა" - კვირის პალიტრა

"მამაჩემის ძმა იყო, მეგონა გვერდში მედგა და რა ვიცოდი, მან თუ მომიკლა დედა"

გასულ კვირას თემქაზე მომხდარი სადისტური მკვლელობა სამართალდამცველებმა გახსნეს, 62 წლის სიმა მირზოევა-პივაზის მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის მაზლი აღმოჩნდა. იგი სიმა პივაზის დაკრძალვის დღეს დააპატიმრეს და იმავე დღეს გაიგეს ახლობლებმა, რომ მომხდარში ნათესავი იყო გარეული. შსს ადასტურებს, რომ დანაშაული გახსნილია. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს

108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი გიორგი მდინარაძე ამბობს, ამარიანი დანაშულს აღიარებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს სახლიდან ფულის და ოქროულის წაღებას. (იხილეთ სრულად)

მოკლული ქალის ნათესავები დარწმუნებულები არიან, რომ მოკლულმა მას წინააღმდეგობა გაუწია და მათი თქმით, ბრალდებულს ხელზე ერთი ჭრილობა და ნაკაწრებიც აღენიშნება. მოკლულის ვაჟი მისი ბიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ამბობენ, რომ ის ჩვეულებრივ იქცეოდა და ვერ წარმოიდგენდნენ დანაშაული მისი ჩადენილი რომ იყო.

ნუგზარი, მოკლული სიმა მირზოევა-პივაზის უფროსი ვაჟი:

- ბიძაჩემმა დედა მომიკლა ასე სასტიკად. მე გერმანიაში ვცხოვრობ, იქიდან რომ ჩამოვედი აქ დამხვდა, გადამეხვია, მომისამძიმრა. რას ვიფიქრებდი დედაჩემის მკვლელი ის თუ იყო. ჩვენს ოჯახებს შორის არც ჩხუბი და კამათი არასოდეს ყოფილა. დედა თავის ძმას ისეთ პატივს არ სცემდა, როგორც ბიძაჩემს. ერთი პერიოდი ცოლთან ერთად ჩვენთან ცხოვრობდა და სულ მასზე ზრუნავდა. მარწმუნებდა, სოფელში წავიყვანოთ და იქ დავკრძალოთო, მაგრამ უარი ვთქვი, მინდოდა თბილისში დაკრძალულიყო დედაჩემი. რომ ჩამოვალ ხომ უნდა მივიდე მის საფლავთან. დედას სოფელი ჰქონდა სომხეთში და ბიძაჩემს უნდოდა, რომ იქ გადაგვესვენებინა. რამდენჯერმე მითხრა, თბილისში ძვირი დაჯდება საფლავიო. არაუშავს, გადავიხდი, დედა ამას იმსახურებს- მეთქი. ალბათ, ჩვენთან ერთად გასვლა უნდოდა სომხეთში და იქიდან ალბათ გაიქცეოდა მერე. სადისტურად მოკლა, მარტო მკვლელობა არ არის ეს, წამებით არის დედა მოკლული.

მამაჩემის ძმა იყო, მეგონა გვერდში მედგა და რა ვიცოდი, მან თუ მომიკლა დედა. ქელეხის სუფრაზე გავიგეთ, რომ მკვლელი ის იყო და დააკავეს. გაგიჟებულები ვართ. არადა მისი შვილი, რძალიც აქ იყვნენ. დახვრეტა უნდა მაგას. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე: "მოკლულის მაზლი ეს დღეები სამძიმარს იღებდა... ამხელა დანაშაული ჩაიდინა და ისე იქცეოდა, ვითომ არაფერი მომხდარა"