პროკურატურის განმარტებით, ე.წ. "მუქარის წერილზე" გამოძიება თავად მამუკა ხაზარაძემ შეიყვანა ჩიხში, როდესაც არ წარადგინა წერილის დედანი. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, ე.წ. "წერილის" იდენტიფიცირების კუთხით თუ იქნება გარკვეული პროგრესი, საქართველოს პროკურატურა დაუყოვნებლივ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას.
"მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი ე.წ. წერილი დოკუმენტის სახით დაუყოვნებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება. გამოძიების ეს ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ წარმოადგინა არც "წერილის"
ცნობისთვის, "თიბისი ბანკის" დამძუნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შეხვდენენ. შეხვედრაზე ინგლისიდან მიღებულ ექსპერტიზის შედეგზე ისაუბრეს, რომელიც "მუქარის წერილს" ეხებოდა.
მამუკა ხაზარაძის ადვოკატის განცხადებით, ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, წერილზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი.
იყავი პირველი!