მოსკოვში ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა - ვინ არის ქართველი ცოლ-ქმარი, ვის ოჯახშიც ტრაგედია დატრიალდა? - კვირის პალიტრა

მოსკოვში ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა - ვინ არის ქართველი ცოლ-ქმარი, ვის ოჯახშიც ტრაგედია დატრიალდა?

რუსული მედიის ცნობით, 12 სექტემბერს, მოსკოვში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მკვლელობა მოხდა, როგორც ირკვევა, ტრაგედია ქართულ ოჯახში დატრიალდა -  39 წლის ნანა ცხადაძე მეუღლემ, 53 წლის ვლადიმერ ცხადაძემ რამდენიმე გასროლით მოკლა.

მედიის ინფორმაციით, ნანა ცხადაძე ოჯახთან ერთად მოსკოვში ახალ შეძენილ ბინაში ცხოვრობდა. სწორედ ამ ბინაში ნახეს ის მოკლული  მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ТТ-ს ტიპის იარაღით.

მომხდარის შესახებ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს და სამართალდამცავებსაც მისმა მეუღლემ დაურეკა, დანაშაული აღიარა და დაკავებისას წინააღმდეგობაც არ გაუწევია. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, ვლადიმერ ცხადაძე დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. ახალგაზრდა ქალი ქმარზე 14 წლით უმცროსი იყო.

ვლადიმერის თქმით, ნანამ კამათისას ქმრის ღალატი აღიარა, მან კი ვერ მოითმინა და რამდენჯერმე ესროლა. სამართალდამცავებს შემთხვევის ადგილზე ბრალდებული ნასვამი დახვდა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს ერთი სრულწლოვანი შვილი ჰყავს.  (წყარო)