მოსკოვში ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა - ვინ არის ქართველი ცოლ-ქმარი, ვის ოჯახშიც ტრაგედია დატრიალდა?
მოსკოვში ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა  - ვინ არის ქართველი ცოლ-ქმარი, ვის ოჯახშიც ტრაგედია დატრიალდა?
ფოტო:ნანა ცხადაძე და ვლადიმერ ცხადაძე
რუსული მედიის ცნობით, 12 სექტემბერს, მოსკოვში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მკვლელობა მოხდა, როგორც ირკვევა, ტრაგედია ქართულ ოჯახში დატრიალდა -  39 წლის ნანა ცხადაძე მეუღლემ, 53 წლის ვლადიმერ ცხადაძემ რამდენიმე გასროლით მოკლა.

მედიის ინფორმაციით, ნანა ცხადაძე ოჯახთან ერთად მოსკოვში ახალ შეძენილ ბინაში ცხოვრობდა. სწორედ ამ ბინაში ნახეს ის მოკლული  მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ТТ-ს ტიპის იარაღით.

მომხდარის შესახებ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს და სამართალდამცავებსაც მისმა მეუღლემ დაურეკა, დანაშაული აღიარა და დაკავებისას წინააღმდეგობაც არ
გაუწევია. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, ვლადიმერ ცხადაძე დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. ახალგაზრდა ქალი ქმარზე 14 წლით უმცროსი იყო.

ვლადიმერის თქმით, ნანამ კამათისას ქმრის ღალატი აღიარა, მან კი ვერ მოითმინა და რამდენჯერმე ესროლა. სამართალდამცავებს შემთხვევის ადგილზე ბრალდებული ნასვამი
დახვდა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს ერთი სრულწლოვანი შვილი ჰყავს.  (წყარო)
მკითხველის კომენტარი (12)
ქართველს
15 სექტემბერი 2019 07:22
რა ცინიკური კომენტარია? არანაირი აზრი არ დევს ფაქტის მიმართ. მარტო ქალებს ყოფ კატეგორიებად. რა ქართული საქციელია. ნიკი მაინც შეცვალე ერს არცხვენ.
ინკვიზიტორი
15 სექტემბერი 2019 01:27
იქნებ გაეხუმრა?
anna
14 სექტემბერი 2019 10:07
რუსეთში კაცი ცხოვრობდა და ქალებში არ დაგულაობდა კაი რაა აი მართლა სად არი ძაღლის თავი დამარხული იქნებ ცოლმა გაუჭედა და უცებ მოიშორა ეხლა ხალასტოი კაცია კიდე მოიყვანს იქაურს
ქართველი
14 სექტემბერი 2019 09:41
როგორ ეტყობა კომენტარებში.ქალების კატეგორიები
zaza
13 სექტემბერი 2019 23:38
მოკლულზე, რომ ამბობ ღალატო აღიარაო, მაგის გამმართლებელიც კი მაგარი ნაძირალაა.
ქეთევანი
13 სექტემბერი 2019 20:28
ან კი უღალატა,ვინ იცის,იქნებ თავის გასამართლებლად მოიგონა! საეჭვოა!
ვაკო
13 სექტემბერი 2019 19:09
სრულიად ვეთანხმები მარიამს. ცოდვას უპატიებელი ცოდვა დაუმატა ამ კაცმა.
mari
13 სექტემბერი 2019 15:45
ეგ დამპალი თვითონ ამბობს აღიარაო. აღიარა არა ის. ცოლს უნდა მოეკლა ეგ უნამუსო
თამარი
13 სექტემბერი 2019 15:13
თუ გიყვარდა გეპატიებინა და გაგეშვა, თუ არ გიყვარდა და მითუმეტეს გაგეშვა. რა სისასტიკეა, რატომ მოკალი? ეტყობა ცემე და ძალადობის შედეგად ,,აღიარებინე'' ღალატი. აღარ უნდოდა სიცოცხლე და შეგაკლა თავი. მოღალატე თვითონ იქნები. უნდა ამოლპე ციხეში.
fofo
13 სექტემბერი 2019 13:37
შვილი სრულწლოვანი ყოფილა, ალბათ, თავისთვის ცხოვრობს. დაკარგა საერთო ენა ცოლ-ქმარმა წლების განმავლობაში და, ღალატმაც არ დააყოვნა. ვინ ვის დაასწრებდა, რა მნიშვნელობა აქვს. გაყროდა კაცი და მოეცილებინა. მკვლელობა გაუმართლებელია..

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები