დმანისში მამაკაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

დმანისში მამაკაცი მოკლეს

დმანისში შუა ხნის მამაკაცი მოკლეს. მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"