ესპანური მედიის ცნობით, ბარსელონაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - კვირის პალიტრა

ესპანური მედიის ცნობით, ბარსელონაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ბარსელონაში პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. ესპანური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები დანაშაულებივი დაჯგუფების წევრები არიან და ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები.

როგორც ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდობით იუწყება, დაკავებულები ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები.

ესპენური მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები საცხოვრებელ სახლებს წინასწარ არჩევდნენ და მეპატრონეების დასასვენებლად გამგზავრების შემდეგ ძარცვავდნენ.

ამოღებულია მოპარული ნივთები, მათ შორის ძვირფასეულობა.

"ინტერპრესნიუსი"