"დღეს ქვეყანაში სამართალი არ არის და მოსამართლეები მხოლოდ "მაღლიდან დაკვეთას" ასრულებენ" - კვირის პალიტრა

"დღეს ქვეყანაში სამართალი არ არის და მოსამართლეები მხოლოდ "მაღლიდან დაკვეთას" ასრულებენ"

მეგონა, გულისხმიერებას გამოიჩენდნენ და გამოუშვებდნენ ყველას, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში სამართალი არ არის და მოსამართლეები მხოლოდ "მაღლიდან დაკვეთას" ასრულებენ.

"მოსამართლის ხელში არაფერია. მაღლიდან აქვთ დაკვეთა, გამოუშვებენ თუ არა. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასეთ სამართლიანი მოსამართლეები გვყავს. რად გვინდა მოსამართლე, თუ უსამართლობაში ვცხოვრობთ? უსამართლობას და სადისტურ დანაშაულებს თვითონ ჩადიან ესენი. მე მაინც მგონია, რომ 24-ში გამოუშვებენ", - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სამი პირი პატიმრობაში რჩება, მათ შორის არის მორის მაჩალიკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"