"ნადირაძემ ტაქსიდან იმ წამის გადმოსულ სოსოს პირდაპირ გულში მოარტყა ტყვია" - მანჩო გიორგობიანი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს
"ნადირაძემ ტაქსიდან იმ წამის გადმოსულ სოსოს პირდაპირ გულში მოარტყა ტყვია" - მანჩო გიორგობიანი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს
პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გარშემო ხმაური არ წყდება. მარიამობის დღესასწაულისთვის მის მიერ შეწყალებულთა სია სკანდალური გამოდგა. 17 სექტემბერს გაირკვა, რომ მასში კიდევ ერთი მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირია. როგორც ირკვევა, შეწყალებული ზურაბ ნადირაძე, მსჯავრდებულია სოსო ქოიავას მკვლელობაში. ზურაბ ნადირაძე 23 წლის განმავლობაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, 1994 წელს თბილისში ჩხუბისას ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან ერთიც, გიორგი ქოიავა საავადმყოფოში გარ
დაიცვალა. ზურაბ ნადირაძე მაშინ ამტკიცებდა, რომ მას არ ჩაუდენია მკვლელობა და პოლიტიკურად დევნიდნენ, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს. ნადირაძე თავს ჩეხეთში აფარებდა, რომელიც მის ექსტრადიციაზე წლების განმავლობაში ამბობდა უარს. თუმცა 2017 წელს, ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა ნადირაძის საქართველოში ექსტრადირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. ნადირაძეს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ამის შესახებ "ფეისბუკმომხმარებელი" მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში
ვრცელ პოსტს აქვეყნებს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს:

"ჩემი უსაყვარლესი მაზლის, იგივე ჩემი ძმის - სოსო (იოსებ) ქოიავას მკვლელი - ზურაბ ნადირაძეც შეუწყალებია პრეზიდენტს...
1994 წლის 19 იანვარს, სამხატვრო აკადემიასთან, ნადირაძემ, ტაქსიდან იმ წამის გადმოსულ სოსოს პირდაპირ გულში მოარტყა ტყვია და ჩემი უახლოესი ადამიანებიც უმძიმესად დაჭრა მუცლის არეში, ძლივს გადავარჩინეთ. ზურაბ ცხაკაიას სული გაანათლოს ღმერთმა, მან გადაგვირჩინა, სოსო საავდმყოფოში მიყვანამდე უკვე აღარ სუნთქავდა...

ამდენი წელი ინტერპოლით ვეძებდით მკვლელ ზურაბ ნადირაძეს, ძლივს დააკავეს, ჩამოიყვანეს, გაასამართლეს, 11 წელი მიუსაჯეს და აჰა, მეხივით დაგვეცა შეწყალება... რა ვთქვა, არც ვიცი...


ყველა ის ადამიანი, ვინც სალომე ზურაბიშვილი დაარწმუნეთ ზურაბ ნადირაძის უდანაშაულობაში, უბრალოდ ხართ უნამუსოები, ყველაფრის მკადრებლები და რაც ყველაზე ცუდია, თქვენ პრეზიდენტის რეპუტაცია ფეხებზე გკიდიათ, ან სპეციალურად მოუწყვეთ! რადგან მთელმა თბილისმა იცის, როგორ ესროდა დამიზნებით და გამეტებით 20-21 წლის უიარაღო ბიჭებს 40 წლის არაადამიანი ზურაბ ნადირაძე!!!
და არც გაბედოთ, რომ ნადირაძის თანმხმლებ ბიჭს დააბრალოთ რამე, მას არავისთვის არაფერი უსვრია!!!

ზურაბ ნადირაძე რომ მკვლელია ეს იყო პირველი წამებიდანვე ცნობილი და არასდროს არავის ამაში ეჭვი არ შეპარვია. მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი მოხდა ბევრი მოწმის თანდასწრებით და არ აქვს მნიშვნელობა უნამუსო მკვლელი ზურაბ ნადირაძე აღარებს თუ არა!!

...რა ხდება ადმინისტრაციაში, ვინ მოამზადა ეს საქმეები, მით უმეტეს ასეთი გახმაურებული დამნაშავეების შეწყალებით, ვინ მოგიწყოთ ეს საბოტაჟი, თუ დავიჯერო, თქვენი ინიციატივა იყო მათი შეწყალება?!" წყარო

მკითხველის კომენტარი (7)
მოქალაქე
20 სექტემბერი 2019 08:36
ეს არის მიზანმიმართულად გაკთბული, ანუ შგნებულად "გაუჩალიჩეს" სალომეს და ვინც ეს გააკთა უნდა დასახლდეს
ია
19 სექტემბერი 2019 10:15
აბა ეს პრანჭია ქალი, რომ მხოლოდ ჩაცმაზე და მოგზაურობებზე ფიქრობს და თუ ვინმე რამეს შეეკითხება- გაიძახის -ეს პრეზიდენტის საქმე არ არისო, ასეთს , რომ აირჩევთ, მერე აღარ უნდა გიკვირდეთ მისი საქციელები და ანტიქართული განცხადებები!( არ დაბლოკოთ)
საქართველო
19 სექტემბერი 2019 09:27
არც ელოდოთ პასუხს პრეზიდენტისგან, რადგან ი ს არ არსებობს!
კ ო მ ბ ლ ე
19 სექტემბერი 2019 00:41
დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი საერთოდ არ იცნობს ნადირაძეს, დასაჭერი ისაა, ვინც სიები მოამზადა, თორემ ამ ქალს ეხალისება ხელის მოწერა,
აქაოდა პრეზიდენტი გავხდიო და აწერს და აწერს! აწერს და აწერს!
მაგან ჩვენ პლენად ჩაბარებასაც არ მოაწეროს ხელი იმას ვდარდობ,
სასწრაფოდ წაართვით კალამი!!!
Simartle
18 სექტემბერი 2019 22:59
არ ვიცი ვინ არის ე.წ. მანჩო, მაგრამ ერთი ვიცი-გაპრავებაც უნიჭო გამოსდის,ეგ არ იყო ქოცების ვითომ თბილისელების მხრიდან აგიტატორი.როგორც იტყვიან ხოლმე- ეხლა აღარ მოგწონს სალომეა და ქოცბანდა? მაინდამაინც ახლობელი ან თვითონ უნდა დაშავდეთ ,რომ თვალები გაახილეთ? ისედაც იასენია რომ ყველაფერს გაბუნიას გადააბრალებენ( ეგეც რა ფრუქტოზა ყველამ იცის თბილისში თუ რაიმე ბინძური სანოტარო ან საადვოკატო საქმე კეთდებოდა მაშინაც ეგ იყო შუამავალი,სანამ მოსკოვს შეადარე და თავს),პრეზიდენთი რომ ჰქვია,ეგ რა წერა-კითხვის უცოდინარია თუ ეგ გაბუნია წმინდა მარიამმა დაანიშნინა?
ტოტო
18 სექტემბერი 2019 19:24
ზურაბიშვილის ქმედებების კვალიფიკაცია არის :თანამდებობის ბოროტად გამოყენება.რაც დასჯადია.
G
18 სექტემბერი 2019 18:53
ალბათ პირველ რიგში უნდა დაისვას კითხვა რამდენია ამ შეწყალებაში გადახდილი?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?