მაღალი სიჩქარით მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა - კვირის პალიტრა

მაღალი სიჩქარით მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

ზუგდიდში, რვა მარტისა და გამარჯვების ქუჩის კვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მათივე განცხადებით, სასწრაფო დახმარების მანქანას ავადმყოფი გადაჰყავდა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

"4 ქალი შემოიყვანეს, იმყოფებიან ემერჯენსის განყოფილებაში,უტარდებათ კვლევები და შესაბამისი მკურნალობა", - აცხადებენ საავადმყოფოში.

"ინტერპრესნიუსი"