ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა
ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა
20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაიკითხა.

აღნიშნულს ჟურნალისტებთან საუბარში თავად ჩუბინიძე ადასტურებს და აცხადებს, რომ გამოძიების ყველა კითხვას უპასუხა.

"რაც მკითხეს, ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე. აინტერესებდათ, რა დონეზე ვიყავით ჩართულები და როგორ ვმონაწილეობდი. პირადად ჩემთან ჰქონდათ კიდევ კითხვები, ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტი არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთი დასაცავი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და მგონი, აქ კითხვები
არ არის, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მხოლოდ და მხოლოდ ვაძლევდი ბრძანებებს მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს. რა თქმა უნდა, არ გავცემდი ბრძანებებს სროლაზე.

რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები განლაგებულები იყვნენ პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და ასე იქნება,
სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი და ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში," - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

რაც შეეხება ლეტალური ტყვიების გამოყენებას, ანზორ ჩუბინიძის თქმით, ლეტალური ტყვიები გამოყენებული არ ყოფილა.

"უმჯობესია, ეს შეკითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუსვათ. ჩემი სამსახურის თანამშრომლებს არანაირი იარაღი არ ჰქონიათ.

არავინ არ გაურბის პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება დღის წესრიგში", - განაცხადა ჩუბინიძემ, რომელმაც არ გამორიცხა, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე კიდევ დაიბარონ.

"ინტერპრესნიუსი"

მედეა
21 სექტემბერი 2019 19:11
2003 წლის მოვლენების განმეორება რომ არ გამოვიდა, გაწიწმატებულები არიან მოქმედი პირები და მათი მხარდამჭერები. 20 სექტემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და გ ა მ ო ე ფ ი ნ ე ნ ასპარეზზე. ესა ხართ სულ, რაც ხართ!---ე რ თ ი მუჭა! ნანახი გვაქვს ჩვენ სახელმწიფო გადატრიალება, ვიცით მისი შედეგების სიმწარე, შორს ჩვენგან მსგავსი მოვლენები! ნუ ეცდებით მსგავსს, არ გვინდა რევოლუცია, მიტინგები, პროტესტები, შეკრებები, მშვიდი ცხოვრება გ ვ ს უ რ ს, ისედაც ჭირს ცხოვრება, კიდევ გართულებისკენ მოწოდება --დანაშაული მგონია. დღევანდელი კვერცხი მირჩევნია--ხვალინდელ ქათამს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები