"პრეზიდენტმა იცოდა, რას აწერდა ხელს" - რას ამბობს პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი
"პრეზიდენტმა იცოდა, რას აწერდა ხელს" - რას ამბობს პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი
პრეზიდენტთან მქონდა შეხება, მან იცოდა რას აწერდა ხელს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის ადვოკატმა თეონა ქორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს აუხსნა, რომ მომხდარი შემთხვევითობა იყო და არა განზრახ მკვლელობა.

"იქედან გამომდინარე, რომ ამ საქმეზე დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი, საჭიროდ ჩავთვალე ვისაუბრო ამ თემაზე. როცა ეს ტრაგიკული ფაქტი მოხდა, რამაზ დევაძეს შეულახეს რეპუტაცია, რამაც სასამართლოზე იმოქმედა. პრეზიდენტამდე მივიტანეთ რეალური ამბავი, რომ ეს არ
იყო განზრახ მკვლელობა, ეს იყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა, შემთხვევითობა. დევაძე პოლიციელსა და ერთ პირს შორის გაშველების მიზნით ჩაერთო საქმეში, რაც ვიდეომტკიცებულებებში კარგად ჩანს. სხვათა შორის, ვიდეოში ისიც გამოჩნდა, რომ მის წინააღმდეგ გამოყენებული მოწმეები შემთხვევის ადგილზე არც იმყოფებოდნენ. სამი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მტკიცებულებები, პრეზიდენტის ეს
აქტი კი იყო მართლმსაჯულების აღსრულება. პრეზიდენტს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აქამდეც უნდა შეეწყალებინა. ის ძალიან განიცდის საზოგადოების უარყოფით რეაქციას, ძალიან რთულ მდგომარეობაშია. მე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტთან მქონდა შეხება, მან იცოდა რას აწერდა ხელს", – აცხადებს ადვოკატი თეონა ქორიძე.

მისივე თქმით, რამაზ დევაძე გარდაცვლილი თარაშ მუკბანიანის სახელზე ეკლესიას აშენებს.


"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები