დაიკითხება თუ არა შეწყალების საქმეზე სალომე ზურაბიშვილი? - რას ამბობენ პროკურატურაში? - კვირის პალიტრა

დაიკითხება თუ არა შეწყალების საქმეზე სალომე ზურაბიშვილი? - რას ამბობენ პროკურატურაში?

გენერალურ პროკურატურაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაიკითხება თუ არა სალომე ზურაბიშვილი და მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია.

"ინტერპრესნიუსმა" პროკურატურას შესაბამისი შეკითხვით მიმართა, თუმცა უწყებაში მხოლოდ ის განაცხადეს, რომ "ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონის შესაბამისად".

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ინტერპრესნიუსი"