78 აგარაკის გაქურდვის ბრალდებით, ხულოში 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს - კვირის პალიტრა

78 აგარაკის გაქურდვის ბრალდებით, ხულოში 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე 78 აგარაკი გაქურდა. პოლიციამ ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. უწყების ცნობით, ნაქურდალი ნივთები, ნივთმტკიცების სახით, სრულად არის ამოღებული.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"