"ყოფილმა ქმარმა ნონა შვილების თვალწინ მოკლა" - თელავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
"ყოფილმა ქმარმა ნონა შვილების თვალწინ მოკლა" - თელავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
ფოტო:ნონა ლაზარიაშვილი
თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე შემზარავი დანაშაული მოხდა. 50 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე, 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი საკუთარ სახლში მოკლა და ამის შემდეგ თვითონაც დაიხალა ტყვია თავში. მამაკაცი უმძიმესი მდგომარეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას ამჟამად ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ადგილობრივების თქმით, ცოლ- ქმარი დიდი ხანია გაშორებულები არიან, ამიტომ ვერ აუხსნიათ, რა გახდა მკვლელობის მიზეზი.

ერთ-ერთი ვერსიით დანაშაულის მოტივი ეჭვიანობა გახდა.
"გაშორებულები იყვნენ, ცოლ-ქმარს ერთმანეთთან ურთიერთობა არ
ჰქონია. მამაკაცი თელავში არ ცხოვრობს, თბილისიდან თელავში ეტყობა შვილების სანახავად ჩამოვიდა და აქ დახვდა ყოფილი ცოლი. რაზე იკამათეს არ ვიცით. როგორც ჩანს, შეიარაღებული იყო და ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ამის მერე თავის მოკვლა სცადა - ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. ნონა ძალიან კარგი გოგო იყო, მშრომელი.
სამი შვილი ჰყავს და შვილიშვილებიც. უცხოეთში იყო სამუშაოდ წასული, მგონი, დუბაიში იყო და იქიდან ახალი ჩამოსული იყო. რატომ ესროლა ყოფილმა ქმარმა, არ ვიცით", - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

როგორც შევიტყვეთ, ნონას ყოფილი მეუღლე გვარად კეკელიძეა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, ამ შემზარავ მკვლელობას მათი შვილები შეესწრნენ. ისინი მომხდარით შეძრულები არიან. ამ დრომდე სამართალდამცავები და კრიმინალისტები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე და ლაზარიაშვილების საცხოვრებელ სახლში არავის უშვებენ. დანაშაული ნონა ლაზარიაშვილის სახლშია მომხდარი. ნონა მეუღლესთან დაშორების შემდეგ თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე მშობლების სახლში დაბრუნდა და იქ ცხოვრობდა, მერე საზღვარგარეთ იყო წასული.

"გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დეტალი დაადგინდება, დამნაშავე გვარად კეკელიძეა, გაშორებულები იყვნენ, ქმარი თბილისიდან ეტყობა შვილების სანახავად დღეს ჩამოვიდა. სამი შვილი ყავთ, ორი ბიჭი და ერთი გოგო. როგორც შევიტყვე, ორი შვილი შეესწრო ამ ფაქტს, მათ თვალწინ მოხდა ყველაფერი. ისინი ალბათ გამოძიებას მისცემენ დეტალურ ჩვენებას", - ამბობს ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


(სპეციალურად საიტისთვის)

...
24 სექტემბერი 2019 02:26
და თქ
23 სექტემბერი 2019 19:46
როგორ ყვარებია, არც მე და არც სხვასო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები