ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირი დააკავეს - მათ ბრალი ძარცვის მუხლით აქვთ წაყენებული - კვირის პალიტრა

ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირი დააკავეს - მათ ბრალი ძარცვის მუხლით აქვთ წაყენებული

ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირი დააკავეს. მათ ბრალი 178-ე, ძარცვის მუხლით აქვთ წაყენებული. ინფორმაცია ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაც, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეზე დამატებით დეტალები "კურიერმა" გაარკვია. მათი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთი დაკავებულის ბებია "რუსთავი 2"-თან საუბარში ყვება, რომ გარდაცვლილს ნაცნობებმა ტელეფონი წაართვეს, დაალომბარდეს და უთხრეს, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი ეთქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 16 წლის ბიჭს დაემუქრნენ.

ასევე, "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს ტაქსის მძღოლი, რომლის პირადობის მოწმობითაც გარდაცვლილის მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება მოხდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია ხვალ გავრცელდება.

ცნობისთვი, 23 სექტმებრეს, ვარკეთილში 16 წლის ბიჭი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

იხილეთ ასევე: რა მოხდა სიკვდილის მიზეზად ქცეულ სახურავზე? - რას შეეწირა 16 წლის მოზარდი?

"ინტერპრესნიუსი"