16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულთა ნაწილი არის არასრულწლოვანი - რას აცხადებს ერთ-ერთის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულთა ნაწილი არის არასრულწლოვანი - რას აცხადებს ერთ-ერთის ადვოკატი?

ვარკეთილში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულთა ნაწილი არის არასრულწლოვანი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა სულხან კომახიძემ განუცხადა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის სრულწლოვანი. ბრალი აქვთ წაყენებული ჯგუფურად ძარცვისთვის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია არის ის, რომ ამ საქმესთან შემხებლობა არ აქვს. ის შემთხვევის დღეს ტრაგედიის ადგილზე არ იმყოფებოდა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა.

ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირი დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით აქვთ წაყენებული. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაც, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია ხვალ გავრცელდება.

ცნობისთვის, 23 სექტემბერს, ვარკეთილში 16 წლის ბიჭი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"