"შვილი ჰყავს გარდაცვლილი და მის სასაფლაოზე იყვნენ" - ზუგდიდში, სოფელ ჯუმში ძმამ ძმა მოკლა - კვირის პალიტრა

"შვილი ჰყავს გარდაცვლილი და მის სასაფლაოზე იყვნენ" - ზუგდიდში, სოფელ ჯუმში ძმამ ძმა მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში წუხელ, ძმამ ძმა მოკლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის რწმუნებულმა ზურაბ ფაჟავამ განუცხადა, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

"დევნილები არიან. ერთ-ერთი ჩვენს სოფელშია ჩასიძებული. მეორე გერმანიიდან იყო ჩამოსული. ჩვენს სოფელში მცხოვრებს შვილი ჰყავს გარდაცვლილი და მის სასაფლაოზე იყვნენ. მერე რა მოხდა, არავინ არ იცის", - ამბობს ზურაბ ფაჟავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1 პირი -1983 წელს დაბადებული მამაკაცი.

გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

"ინტერპრესნიუსი"