"გოგას შვილის სასაფლაოზე ყოფილან და იქ მომხდარა ტრაგედია... ვერ აგვიხსნია, რატომ მოკლა საკუთარი ძმა"
"გოგას შვილის სასაფლაოზე ყოფილან და იქ მომხდარა ტრაგედია... ვერ აგვიხსნია, რატომ მოკლა საკუთარი ძმა"
27 სექტემბერს ზუგდიდში, ძმებ წურწუმიებს შორის მომხდარი კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. 1983 წელს დაბადებულმა გიორგი (გოგა) წურწუმიამ საკუთარი ძმა, რობერტი დანით მოკლა, ამის შემდეგ ტრაგედიის ადგილი დატოვა და სოფელ ჯუმში, თავის საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა. მანქანა სახლის ეზოში დააყენა, თვითონ ქუჩაში გავიდა, სადაც სამართალდამცავებმა ოპერატიულად დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, მოუყვა თუ არა სახლში დაბრუნებულმა გოგამ მეუღლეს და ოჯახის წევრებს, რომ საკუთარი ძმა ჰყავდა მოკლული. გოგას მეუღლე და ერთი შვილი ყავს და ისინი სოფელ
ჯუმში ცხოვრობენ.

მკვლელობის მოტივად ძმებს შორის შელაპარაკება სახელდება. როგორც სოფელ ჯუმში მერის წარმომადგენელმა ზურაბ ფაჟავამ გვითხრა, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის დროს ორივე ძმა ნასვამები იყვნენ. "დევნილები არიან. მკვლელობაში ბრალდებული ჩვენს სოფელშია ჩასიძებული. დანაშაული ზუგდიდშია მომხდარი, მეორე ძმა გერმანიიდან იყო ჩამოსული. ჩვენს სოფელში მაცხოვრებელს შვილი ჰყავს გარდაცვლილი.
ამბობენ, სასაფლაოზე იყვნენ ასულები და იქ მოხდა დანაშაულიო, რაზე იჩხუბეს ძმებმა, ამას გამოძიება დაადგენს"- ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელ ჯუმში ზურაბ ფაჟავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა და სწორედ 108-ე მუხლით წაუყენეს ბრალი გიორგი წურწუმიას. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1985 წელს დაბადებულ ძმას, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები მიაყენა, მიღებული ჭრილობებით დაშავებული გარდაიცვალა. ძალოვანთა ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მკვლელობის იარაღი - დანა ამოღებულია. უფრო მეტი დეტალის გასარკვევად სოფელ ჯუმში წურწუმიას ახლობელს დავუკავშირდით.

- გაოგნებულები ვართ მომხდარით და ვერ აგვიხსნია რა უნდა მომხდარიყო ძმებს შორის. ბრალდებული ძალიან კარგი პიროვნებაა, უკონფლიქტო, ბევრჯერ გვიქეიფია ერთად, ბევრჯერ ვყოფილვარ მის გვერდით, მაგრამ მას არასოდეს კონფლიქტი არავისთან არ მოსვლია. რა მოხდა არ ვიცით, გამოძიება დაადგენს ყველაფერს. ძმები გალიდან არიან, სამი ძმა და ერთი და ყავთ, ორი ძმა გერმანიაში ცხოვრობს წლებია და რობერტი სამი დღეა რაც გერმანიიდან ჩამოვიდა. გოგას სამი წლის წინ 7 თვის შვილი გარდაეცვალა და მას შემდედ ძალიან განიცდიდა მომხდარს, სულ შვილის საფლავზე ადიოდა, ის 7 თვეც სანამ ბავშვი ცოცხალი იყო სულ საავადმყოფოებში გაატარა. ამბობენ, გარდაცვლილზე რაღაც უთხრა ძმამ და მისმა სიტყვებმა ისე გაანაწყენა, რომ ეს მოხდაო. რამდენად მართალია, არ ვიცი, ალბათ თავის ჩვენებაში იტყვის ყველაფერს. გოგას ნათესავები ზუგდიდში, დევნილების სახლში ცხოვრობენ. რობერტი დაოჯახებული არ იყო, დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობს, რაზე იკამათეს ვერ დავადგინეთ ჯერ. ერთი დაღუპულია, მეორე დაკავებული. სასაფლაოზე ყოფილან და იქ მომხდარა მკვლელობა, ამის შემდეგ მოსულა გოგა სახლში, მანქანა გაუჩერებია, თვითონ გავიდა სახლიდან ფეხით და გზაზე პოლიცია შეხვედრია და დაუკავებიათ. ამბობენ, მარტო ძმები იყვნენო, ამიტომ ფაქტს თვითმხილველი არ ეყოლება. ყველანი შეწუხებულები ვართ., ვერ აგვიხსნია რამ მიიყვანა იგი იმ მდგომარეობამდე, რომ საკუთარი ძმა მოკლა. მე და გოგა ძმებივით ვიყავით, უკონფლიქტო ადამიანი იყო, კეთილი პიროვნებაა და ამიტომ არის უფრო შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელი, რამ გამოიყვანა წყობიდან, არ ვიცით"

ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)


//////////
30 სექტემბერი 2019 11:32
რა უნდა ეთქვა ასეტი რომ დანა გაუყარა,რა ვიცი ავად ყავდათო და სეიძლება ფული არ გამოუგზავნა. ღმერთო გვიშველე
გერმანე
28 სექტემბერი 2019 22:06
ამ ბოლო დროს ოჯახის წევრები იმეტებენ მოსაკლავად ერთმანეთს და სხვისი რაღა უნდა გაგვიკვირდეს?
კ ო მ ბ ლ ე
28 სექტემბერი 2019 17:07
ძმა, რომ ძმას ესე გაიმეტებს, ხანჯალს იშიშვლებს და უტიფრად თხარა ჯიგარში,
სხვას რა მოვთხოვოთ? განა უცხო უფრო მეტს გვიზავს? რას არ მოვესწარ,
მაგრამ ძმების ესე გამეტება, უკვე ერთი და ორი შემთხვევა არ არის, ძმა ძმას კლავს, მამა შვილს და შვილი მამას, დროა ძმის ნახვას, თუ გადაწყვეტთ ჯავშნით იაროთ, ჯავშნით და ბრონით, რადგან უკვე ვერვის ენდობით...
ძმაო ძმითა ხარ ძლიერი, ნაწყენიც და მადლიერიც...
ერთი თხილის გული, ორ ძმამ ვერ გაიყოვო!
ან კიდევ,: იმდენად გულუბრყვილო იყო, რომ საკუთარ ძმას ენდობოდაო,
ესეც მაგარია: ძმამ ძმას ლიმონკა დაუდო, ძმურად რგოლი მომიხსენიო...
ესე რომ ძმებო!!! აი უკვდავი შოთას სიტყვები, ხაშურელ შოთამ, ხმელმა შოთამ ერთხელ სუფრაზე თქვა, ამოიღო გულში თხარა, ძმას ძმისგან არ ეწყინებისოოო... ესე რომ, დედა სამშობლო ითხოვს, ნუ დაინდობთ ერთმანეთს...

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები