"მე ის მიყვარს და მეყვარება... მაგრამ ჩემთვის ღირებულს შეეხო" - რა თქვა ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოზე - კვირის პალიტრა

"მე ის მიყვარს და მეყვარება... მაგრამ ჩემთვის ღირებულს შეეხო" - რა თქვა ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოზე

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული გ.წ. ბრალს აღიარებს და ამბობს, თავის დაცვას არ აპირებს. როგორც მან მოსამართლეს უთხრა, არაფრის თქმას არ აპირებს, გარდა იმისა, რომ ძმა მისთვის ღირებულს შეეხო.

"მე არ ვაპირებ თავის გამართლებას. ისეთ რაღაცას შეეხო ჩემი ძმა, მე ის მიყვარს და მეყვარება. დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია", -განაცხდა ბრალდებულმა.

შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს, 1983 წელს დაბადებული გიორგი (გოგა) წურწუმიამი ძმის, რობერტ წურწუმიას მკვლელობისთვის დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ახლობლების თქმით, დაკავებულმა უარი თქვა ადვოკატის აყვანაზეც, როგორც უკვე ვთქვით, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ მის საქციელს გამართლება არ აქვს. შეგახსენებთ, ტრაგედია ძმებს შორის მაშინ დატრიალდა, როდესაც ერთ-ერთი ძმა გერმანიიდან ზუგდიდში დაბრუნდა. როგორც ირკვევა, ძმები ამჟამად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გოგა წურწუმიას გარდაცვლილი 7 თვის შვილის საფლავის მოსანახულებლად წავიდნენ. რა მოხდა ძმებს შორის სასაფალოზე ისეთი, რასაც რობერტ წურწუმიას მკვლელობა მოჰყვა, უცნობია.

იხილეთ ასევე: "გოგას შვილის სასაფლაოზე ყოფილან და იქ მომხდარა ტრაგედია... ვერ აგვიხსნია, რატომ მოკლა საკუთარი ძმა"

"ინტერპრესნიუსი"