ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის სასამართლო პროცესზე თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა მივიდა - კვირის პალიტრა

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის სასამართლო პროცესზე თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა მივიდა

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის სასამართლო პროცესზე ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი მივიდა. ის ნაირა ოტიაშვილსა და მასთან ერთად დაკავებული დედა-შვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სხდომას დაესწრება.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება.

ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

"ინტერპრესნიუსი"