"თქვენი დაცვა არ სჭირდება, ეს ადამიანი ციხეში უნდა ჩალპეს" - კვირის პალიტრა

"თქვენი დაცვა არ სჭირდება, ეს ადამიანი ციხეში უნდა ჩალპეს"

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამას, მამუკა ნაცვლიშვილსა და ადვოკატების ნაწილს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. მამუკა ნაცვლიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე იმ ადვოკატებს მიმართა, რომლებიც ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის მხარდასაჭერად სასამართლოში იმყოფებიან.

"თქვენი დაცვა არ სჭირდება, ეს ადამიანი ციხეში უნდა ჩალპეს", - მიმართა ადვოკატებს მამუკა ნაცვლიშვილმა, რასაც ადვოკატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება.

ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

"ინტერპრესნიუსი"