ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს - კვირის პალიტრა

ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი და "ფორმულა ნიუსის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. მათი გამოკითხვა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე იგეგმება. უდუმაშვილი და ლაფერაშვილი პროკურატურაში 18:00 და 19:00 საათზე არიან დაბარებულები.

"სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი", - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე ბრალი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და "ინტერმედია +"-ის დირექტორს, ზურაბ იაშვილს აქვთ წაყენებული.

"ინტერპრესნიუსი"