საგარეჯოში 67 წლის მამაკაცმა 71 წლის მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა - კვირის პალიტრა

საგარეჯოში 67 წლის მამაკაცმა 71 წლის მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

საგარეჯოში მამაკაცმა მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს 20 წლის წინ გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ, რის გამოც 67 წლის მამაკაცმა 71 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: "მაღაზიაში მისულა შოთა და თოფი რამდენჯერმე გაისროლაო... ეტყობა რომ მოკლა და ნახა ცოცხალი აღარ იყო, ამის შემდეგ თვითონაც მოიკლა თავი"

"ინტერპრესნიუსი"