ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს - კვირის პალიტრა

ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

სამაუწყებლო კომპანია "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ნოდარ მელაძე 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

"სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია ნოდარ მელაძე", - აცხადებენ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"