გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს - კვირის პალიტრა

გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს

სამაუწყებლო კომპანია "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" წამყვანი, გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, გაბუნია უწყებაში 7 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია", - აცხადებენ პროკურატურაში.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე პროკურატურაში "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც დაიბარეს. ის უწყებაში ხვალ, 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

"ინტერპრესნიუსი"