"მოვწყდი იმ მეგობრებს, რომლებიც არ იღებდნენ ნარკოტიკს, ოჯახის წევრებსაც კი ჩამოვშო­რდი... კლუბური ნარკოტიკი განუყოფელი ნაწილი გახდა" - კვირის პალიტრა

"მოვწყდი იმ მეგობრებს, რომლებიც არ იღებდნენ ნარკოტიკს, ოჯახის წევრებსაც კი ჩამოვშო­რდი... კლუბური ნარკოტიკი განუყოფელი ნაწილი გახდა"

საქართველოში ნარკოდამოკიდებულთა ასაკი თანდათან კლებულობს. პრობლემის გამომწვევ მიზეზად იმას თვლიან, რომ საქართველოში პოპულარულია კლუბური ცხოვრება, რომლის განუყოფელ ნაწილადაც კლუბური ნარკოტიკები იქცა. გართობისა და "თავისუფლების" მოყვარული ახალგაზრდებისთვის იოლად ხელმისაწვდომი გახდა სტიმულატორები და გაურკვეველი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა მოხმარებით, არაოფიციალური სტატისტიკით, სიკვდილიანობამაც იმატა. ხშირად ამოუხსნელია, რა სინთეტიკური საშუალების ინტოქსიკაციით იღუპებიან ახალგაზრდები.

ნარკოტიკული საშუალებებით დაღუპულთა სტატისტიკა არ არსებობს, არის მხოლოდ შემთხვევის ადგილიდან გამოჟონილი ინფორმაცია და მიახლოებული ციფრები. ექსპერტიზა, როგორც წესი, დასკვნაში თითქმის ყველა მათგანის გ

არდაცვალების ერთ მიზეზს - გულს მიუთითებს. ჩანს, რეალური მიზეზის აღიარება არც ერთ მხარეს არ აწყობს და ურჩევნიათ ნარკოტიკით დაღუპვა ტაბუდადებული დარჩეს.

"ჩვენს თაობას არ უყვარს მძიმე ნარკოტიკი"

25 წლის გიორგი წლების განმავლობაში მოიხმარდა კლუბურ ნარკოტიკებს და შეძენა-შენახვისთვის სამწლიანი პირობითი სასჯელიც მოიხადა.

- რაც თანამედროვე კლუბები გაიხსნა, ახალგაზრდები მძიმე ნარკოტიკებიდან (ოპიატების ჯგუფს ვგულისხმობ), კლუბურ ნარკოტიკებზე გადავიდნენ. ჩვენს თაობაში მძიმე ნარკოტიკებმა დაკარგა პოპულარობა. კლუბური ნარკოტიკები დამოკიდებულებას არ იწვევს.

- ბოლო დროს იყო არაერთი შემთხვევა, როცა ახალგაზრდები კლუბურ ნარკოტიკს ემსხვერპლნენ.

- ჩემი უახლოესი მეგობარიც გარდაიცვალა კლუბური ნარკოტიკით, მგონი, სინთეტიკური კოკაინი შეაპარეს. დაუდგენელი ნივთიერებით ბოლო დროს 25 წლამდე 12 ახალგაზრდა დაიღუპა. ექიმებმაც არ იციან, როგორ მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციებში - როცა მომხმარებლები ცუდად ხდებიან კლუბური ნარკოტიკით, ისინი მხოლოდ "ნარკანს" იყენებენ, რომელიც ოპიატის ჯგუფს შველის, კლუბურს კი არა. კარგი იქნება, ექიმები გადაამზადონ.

- თქვენ როდის დაიწყეთ ნარკოტიკის მოხმარება?

- 20 წლის ვიყავი და კლუბური ნარკოტიკი 3 წლის განმავლობაში ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა. მუდმივად დავდიოდი კლუბში და არასდროს მინახავს, იქ ნარკოტიკი იყიდებოდეს. შეიძლება ვიღაცამ იყიდოს და კლუბში შეიტანოს. მეც გარედან შემქონდა.

ევროპის კლუბების შესასვლელში არის ტესტერები და ვისაც რაიმე ნარკოტიკი აქვს, შესვლამდე ამოწმებს, სუფთაა თუ საფრთხის შემცველი...

ნარკოტიკი ყველაზე იოლად ხელმისაწვდომია საიტზე და არა კლუბებში. მეც იქიდან ვიწერდი.

- რა გარანტიაა, რომ იქ არ შემოგაპარებენ გაურკვეველი ნივთიერებების ნაზავს?

- მართალია, მაგრამ შანსი იმისა, რომ მოგატყუონ, მიზერულია. ვერ წარმომიდგენია, ნარკორეალიზატორმა გაურიოს "ამფეტამინი" ან "მეფედრონი", რომელიც ძალიან მძიმე ფსიქოტროპული საშუალებაა. გამყიდველს ურჩევნია, ხშირად დაუბრუნდეს კლიენტი, რაში აწყობს, ვინმე მოკლას.

- დღესაც მოიხმართ კლუბურ ნარკოტიკებს?

- სამი წლის წინ დამაკავეს და შეძენა-შენახვის მუხლით სამი წელი პირობითი მომისაჯეს. იცით, როგორ დამაკავეს? სინთეტიკური ფსიქოაქტიური ნარკოტიკი მქონდა გამოწერილი, შემომტანს საზღვარზე უნახეს, მაგრამ არ დააკავეს, გამოატარეს და როცა მითითებულ ადგილას მივედი და წამალი ავიღე, დამიჭირეს. 2 წელია არაფერი მიმიღია.

- კი ამბობთ, არ იწვევს დამოკიდებულებასო, მაგრამ ნარკოლოგები ამტკიცებენ, რომ კლუბური ნარკოტიკებიც იწვევს მიჩვევას და მძიმე ნარკოტიკებზე გადასვლასაც არ გამორიცხავენ.

- ეგ ნარკოლოგები არ იყვნენ, 28 წელი რომ იძახდნენ, მარიხუანა კლავსო? ტიპი, რომელიც "ბასიანში", ბერლინში, ნიუ-იორკში და იბიცაზე დადის კლუბებში და "ექსტაზის" იღებს, ვერასოდეს გახდება ოპიატის მომხმარებელი, გამორიცხულია. ჩვენს თაობას არ უყვარს მძიმე ნარკოტიკი. ის კი არა, თუ გაიგეს, ვინმე ოპიატის მომხმარებელია, როგორც წესი, ის კაი ტიპი არ არის. კლუბური ნარკოტიკი გართობასთან ასოცირდება და როგორც კი ეს ასაკი გაივლის, ნარკოტიკის ინტერესიც იკარგება. მე ასე დამემართა. (იხილეთ სრულად)