რას აცხადებს თამთა თოდაძე, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატს, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

რას აცხადებს თამთა თოდაძე, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატს, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

მე ეჭვიც არ მეპარება, ის თანამდებობის პირი და საკრებულოს დეპუტატი კი არა, უბრალო მოქალაქე რომ ყოფილიყო, დანაშაულის ადგილას მაშინვე მივიდოდნენ და იმ დღესვე მოხდებოდა მისი გამოკითხვა, - ამის შესახებ ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში მისვლის შემდეგ, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საკრებულოს საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ განაცხადა.

თოდაძის განმარტებით, აღნიშნული ბრალდების ქვეშ არ მოხვდა დანაშაულის ადგილზე სწრაფად ჩასვლა, არ მოხვდა ილია ჯიშკარიანის დროულად დაკითხვა და მხოლოდ მაშინ დაიბარეს გამოკითხვაზე, როდესაც უშუალოდ საზოგადოებამ მოითხვოა მისთვის ბრალის წაყენება.

"სანამ ეს ყველაფერი არ გასაჯაროვდა, მანამდე ამ საქმეს არ ჰქონია ისეთი რეაგირება, როგორიც უნდა ჰქონოდა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ბრალდების ქვეშ არ მოხდა დანაშაულის ადგილზე სწრაფად ჩასვლა, არ მოხდა ამ ადამიანის დაკითხვა და მხოლოდ მაშინ დაიბარეს გამოკითხვაზე, როდესაც უშუალოდ საზოგადოებამ მოითხვოვა მისთვის ბრალის წაყენება. მე ეჭვიც არ მეპარება, ის თანამდებობის პირი და საკრებულოს დეპუტატი კი არა, უბრალო მოქალაქე რომ ყოფილიყო, დანაშაულის ადგილას მაშინვე მივიდოდნენ და იმ დღესვე მოხდებოდა მისი გამოკითხვა. თუმცა რატომღაც ისე მოხდა, რომ ჩვენ ველოდეთ ღამის 2-3 საათამდე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოხდება სრული სამართლის დაცვით და ამ ქვეყანაში სამართლიანობა დაცული იქნება,“ - განაცხადა თამთა თოდაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

"ინტერპრესნიუსი"