"დავიღალე, აღარ შემიძლია..."- თამთა თოდაძემ, რომელიც "ოცნების" დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიცია ტირილით დატოვა - კვირის პალიტრა

"დავიღალე, აღარ შემიძლია..."- თამთა თოდაძემ, რომელიც "ოცნების" დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიცია ტირილით დატოვა

ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში, საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თანაშემწის, თამთა თოდაძის გამოკითხვა დასრულდა. თამთა თოდაძემ პოლიციის სამმართველო ტირილით, ადვოკატთან ერთად დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საგამოძიებო ორგანოში ამ დრომდე იმყოფება მისი დედა, ხათუნა ოქროპირიძე.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

palitravideo