"გარდაცვალებამდე ნათესავს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, "მეც ისევე დავასრულებ სიცოცხლეს, როგორც მან დაასრულაო"
"გარდაცვალებამდე ნათესავს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, "მეც ისევე დავასრულებ სიცოცხლეს, როგორც მან დაასრულაო"
"გარდაცვლილი 13 წლის გოგონას დედამ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა, რათა სასიკვდილო ინტერნეტთამაშის კვალზე გასულიყო"

გასულ კვირას წყალტუბოში 18 წლის აპოლონ ფანცხავა ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა. თურქეთში­ სამუშაოდ წასულ დედას, ხათუნა სანიკიანს,­ ახლობლებმა დაუ­რეკეს, სასწრაფოდ ჩამოდი, შენი შვილი რეანიმაციაშიაო... ქალმა გზაში შეიტყო შვილის გარდაცვალების­ ამბავი და... ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა - შვილის­ მსგავსად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე ნათესავს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, "მეც ისევე დავასრულებ სიცოცხლეს, როგორც მან დაასრულა".

აპოლონის ბიძა როინ ფანცხავა ამბობს, რომ ბიჭი ბოლო დროს დეპრესიული იყო, არავისთან კონტაქტობდა­ და სკოლაშიც არ დადიოდა.
- ბავშვმა წელს დაამთავრა სკოლა. ბოლო 3-4 თვე სკოლაში არ უვლია, არადა, ოქროს მედალზე გადიოდა. სახლში იკეტებოდა. დედამისმა ჩამოართვა კომპიუტერი და ტელეფონი.­ ამის გამო კონფლიქტი ჰქონდათ. წამლები ვიპო­ვეთ
ცელოფანში, 109 აბი. ექსპერტი გვეტყვის, რა წამალია...

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის­ მუხლით დაიწყო, თუმცა ერთ ვერსიად ინტერნეტთამაში "ლურჯი ვეშაპი" განიხილება. ეჭვს ისიც ამყარებს,­ რომ სახლში­ იპოვეს ფუ­რცელი, სადაც მოზარდს გარდაცვალ­ე­ბის დღე და ადგილი ეწერა...

"ამდენი ბავშვი რომ ცვივა ფანჯრებიდან, ამას აქვს მიზეზი"

არაერთი მოზარდის თვითმკვ­ლელობა დაუკავშირეს "ლურჯ ვეშაპს", თუმცა შსს-ს არც ერთ საქმეზე არა აქვს დასკვნა, რომ სიკვდილი ინტერნეტთამაშმა გამოიწვია და ძალიან ბევრმა ოჯახმა არ იცის, რას შეეწირა მათი შვილი.

13 წლის ელენეს დედა, ნანა ბერძენიშვილი, 2 წელია გამოძიების­ დასრულებას ელოდება. დარწმუნებულია, რომ მისი ერთადერთი შვილი სწორედ ამ თამაშის გამო გადმოხტა მე-13 სართულიდან. იმ ხალხს კი, ვისაც "ლურჯი ვეშაპის" არ სჯერა, ასე მიმართავს: "მოდით, შემეხეთ, მე ვარ ის რეალური ადამიანი, ვისაც "ლურჯმა ვეშაპმა" შვილი მოუკლა". როგორც ამბობს, მისთვის არაერთ მოზარდს უთქვამს, რომ "ლურჯი ვეშაპი" უთამაშია და იცის, რა ბრძოლის ფასად გადარჩნენ ისინი.

ნანა ბერძენიშვილი: - დამოუკიდებლად ჩავატარე გამოძიება და მივედი დასკვნამდე, რომ ჩემი შვილი "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა. არ ვიცოდი, თუ თამაშობდა,­ სულ მცირე ეჭვი რომ მქონოდა, ჩემი შვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა. ბოლო 4-5 თვე ჩაცმულობა შეიცვალა. ამ უბედურების მერე ელენეს რამდენიმე მეგობარმა მითხრა, "ლურჯ ვეშაპს" ახსენებდაო... დღეს ბევრ მშობელს უჭირს დაჯერება, რომ "ლურჯი­ ვეშაპი" ნამდვილად არსებობს. თუმცა, ვერსად იპოვით აპლიკაციას ან სხვა ვებგვერდს, სადაც დარეგისტრირდები, ამისთვის ფეისბუკს, ინსტაგრამს იყენებენ, ქმნიან თვითმკვლელთა ჯგუფებს და შემდეგ ბავშვებს რთავენ. იდუმალებით მოცულია ისიც, თუ როგორ ერთვებიან თამაშში ბავშვები. ერთი მოსაზრებით, ე.წ. მენტორები ნადირობენ, ბავშვების პროფილებს ათვალიერებენ და უკავშირდებიან. გადარჩენილ ბავშვებთან გავარკვიე ისიც, რომ ის ბავშვები, რომლებიც ამ თამაშით დაინტერესებული არიან, თავად იწვევენ მენტორს. მშობლები ხშირად მეუბნებიან, შევამოწმე ჩემი შვილის ტელეფონი, სოცქსელი და ვერაფერი ვნახეო, მაგრამ ბევრი ბავშვი ქმნის ალტერნატიულ ფეისბუკგვერდს, სადაც გამოგონილი სახელებით რეგისტრირდებიან. მეც მეგონა, ვამოწმებდი შვილს, მაგრამ მერე მისი მეგობრებისგან გავიგე, რომ ელენეს 4-5 პროფილი სხვადასხვა სახელით ჰქონია.

პოლიცია ტელეფონს გიბრუნებს და გეუბნება, არანაირი მიმოწერა არ არისო. მეც ერთი წლის შემდეგ დამიბრუნეს ბავშვის კომპიუტერი და ტელეფონი. "აიფონი" იყო დაბლოკილი, მისი გახსნა ვერც პოლიციამ შეძლო, მერე მე წავიღე სპეციალისტთან, მაგრამ ვერც იმან გახსნა. კომპიუტერში ყველაფერი წაშლილი ჰქონდა. ისინი აშლევინებენ მესიჯებს, რათა მითისა და სინამდვილის ზღვარზე იტივტივოს თამაშმა. რუსეთში ამ თამაშის გამო სამი კაცი დაიჭირეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თამაში დასრულდა. მენტორი ძალიან ბევრია.

დღეს ერთადერთი მიზანი მაქვს - სხვი­სი შვილების გადარჩენა. ელენე რომ ჩაიკ­ეტა, ეს გარდატეხის ასაკს მივაწერე... გახსოვდეთ, საგანგაშო ნიშანია, თუკი ბავშვი ტელეფონს და ინტერნეტს მიეჯაჭვა, თუკი ღამეც არ აძლევს მშობელს ტელეფონს, განგაში უნდა ატეხოთ. ერთ-ერთი დავალება თვითდაზიანებაა. ბავშვები ხშირად იკაწრავენ სხეულს, მერე იმ ადგილებს მალავენ.

- თქვენს შვილს ჰქონდა რამე კვალი?
- ვეჭვობ, ჰქონდა, 13 წლის ბავშვი­ თავის თავს თვითონ უვლიდა. იმ ზაფხულს უარი თქვა ზღვაზე წასვლაზე, არადა, ძალიან უყვარდა. ისიც კი მითხრა, თუ მაინც წამიყვან, იცოდე, არც სანაპიროზე გავალ და არც საცურაო კოსტიუმს ჩავიცვამო. მგონი, წელის არეში ჰქონდა თვითდაზიანება, რადგან ძალიან მოსწონდა ტოპები, მაგრამ მაისიდან დახურულ ტანსაცმელზე გადავიდა. გადამოწმების საშუალება არ მქონდა, რადგან მე-13 სართულიდან გადმოვარდნის გამო სულ დამტვრეული იყო.

ბევრი მშობელი მირეკავს, მაგრამ მიზეზთა გამო ერიდებიან საჯაროდ საუბარს. არ უნდათ მათი ამბავი ქვეყანას მოსდონ. 17 წლის ბიჭმა მიამბო, ჩემი სურვილით ჩავერთე თამაშში, მეგონა, გავერთობოდიო. თავიდან უწყინარი კომუნიკაცია ყოფილა, დღედაღამ მესიჯობა, დაუმეგობრდნენ, შემდეგ წამოვიდა დავალებები. სხეულიც დაკაწრული ჰქონდა. მორიგი დავალებით მძიმე თვითდაზიანება უნდა მიეყენებინა ფეხზე და ფოტო გადაეგზავნა. ამაზე უარი რომ თქვა, უთხრეს, ჩაირთო წამმზომი და 15 დღეში თუ ამას არ გააკეთებ, შენი ოჯახის წევრს­ მოვკლავთო. იმდენად იყო დაშინებული, სიმართლე ეგონა. ამ განცდებში იყო, რომ გავიცანი... დიდი ბრძოლის მერე მოვიპოვე მისი ნდობა. მოვუყევი ელენეს ისტორია, მერე გაიხსნა და თქვა, ძალიან მეშინიაო. საუბრის დროს შიშისგან გონებაც კი დაკარგა. ბავშვს ჩამოართვეს ტელეფონი­, დაიწყო 15 დღის ათვლა, გავიდა 20 დღეც, მაგრამ არავინ გამოჩნდა და იმედი გაუჩნდა. სილაღე შეემატა და იმის დაჯერება დაიწყო, რომ მართლა შეიძლება არაფერი მოხდეს. დღეს ძველებურად ცხოვრობს.

- შარშან ერთი ბიჭის ამბავი გახმაურდა,­ ისიც გადმოხტა ფანჯრიდან, მაგრამ გადარჩა.­ მისი დის თქმით, ოჯახს მისი მიმოწერაც აქვს შემონახული, თუმცა არ ახმაურებენ. თქვენ ხომ არ გისაუბრიათ იმ ბავშვთან?
- პირადად არა, თუმცა დის მოყოლილი ყველა წვრილმანი მახსოვს. ოჯახს არ სურს საუბარი. როცა ბავშვმა თვალი გაახილა, მაშინვე უკითხავს, ჩემი ძმა ცოცხა­ლიაო?.. დღეს დამირეკა ერთმა ადამიანმა, ბავშვის ტელეფონი შევამოწმეთ და ამაზრზენი მიმოწერა ვნახეთო - ვიღაც ინგლისურად დავალებებს აძლევდა... ბოლო დროს გახშირდა ონლაინბულინგიც...

მე ვარ ცოცხალი მაგალითი, რომელსაც შვილი მოუკლა "ლურჯმა ვეშაპმა", გაიგეთ, რომ ეს საფრთხე არსებობს.

- თქვენი შვილის ბოლო დღე გაიხსენეთ.
- თითქოს განსაკუთრებული არაფერი იყო. დილით დაძინებული დავტოვე, 3-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს ეს საშინელი ამბავი. 3 Dდღე-ღამე გიჟივით ვეძებდი ყველგან, რამე ხომ არ დატოვა-მეთქი. რვეულებში აქა-იქ ვნახე მიწერილი: "მოლი ბულე. მოლიმ მითხრა, ესენი ცუდები არიან და ის არის კარგი. მოლი მეუბნება, როგორ მოვიქცე, მოლი ჩემი საუკეთესო მეგობარია". მის მეგობრებს ვკითხე, ვინმეს ხომ არ იცნობდა ამ სახელით-მეთქი, მითხრეს, ერთხანს თვითონაც დაირქვა სახელად მოლიო. წავიღე ჩანაწერები პოლიციაში, მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს.

ამ პრობლემის მოგვარებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება... ამდენი ბავშვი რომ ცვივა ფანჯრებიდან, ამას აქვს მიზეზი, შედეგს ვხედავთ, მიზეზი უნდა ვეძებოთ.

გადარჩენილი ბიჭის ამბავი

მართალია, 16 წლის ბიჭის ოჯახი ჟურნალისტებთან არ საუბრობს, თუმცა მისი და სოცქსელში წერდა: "2018 წლის 5 მარტს ჩემი 16 წლის ნალოლიავები, სიყვარულში გაზრდილი ძმა თავისი ოთახის­ აივნიდან, მერვე სართულიდან გადახტა! ჩემი სანდრო, რომელსაც სიმაღლის ძალიან ეშინოდა... ჩემი სანდრო, რომელსაც დაბადების წამიდან თვალებში შევციცინებთ და მის სუნთქვას ძილშიც ყურს ვუგდებთ! ჩემი სანდრო, რომელსაც ინდიგოს ვეძახი და ჩემი პირადი გოოგლე-ია, ყველაფ­ერი იცის სამყაროში... აი, ასეთ სანდროზე ვიგებ, რომ მერვე სართულიდან გადახტა! გადარჩა სასწაულად... დღეიდან "სანდრო ტერმინატორი" დავარქვი... დროა ვინმემ ხმა ამოიღოს!­ დროა ამ ბავშვებს უთხრათ, რომ გამოსავალი არსებობს, რომ ჩვენ ვუშველით, დავიცავთ. ჩემი სანდრო გადარჩა, მაგრამ ათეულობით ბავშვი - ვერა!.. დროა ამ კოშმარის გადაჭრის გზები მოვიძიოთ, სკოლებში ბავშვებსა და მშობლებს ავუხსნათ, რა საფრთხეების წინაშე დგანან მოზარდები სრულიად უკონტროლო ინტერნეტსივრცეში. ეს ყველას ეხება! კიდევ რამდენი "მფრინავი" ბავშვია საჭირო, რომ იმოქმედოთ?!"

კიდევ ერთი ასეთი ფაქტი შარშან თემქაზე მოხდა. სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადმოხტა, დიდხანს ებრძოდა სიკვდილს, მართალია, გადარჩა, მაგრამ როგორც მეზობელმა მითხრა, მეტყველება დაკარგა და საწოლს არის მიჯაჭვული.
მკითხველის კომენტარი (2)
ია
24 ოქტომბერი 2019 15:46
შეიძლება ვცდები, მაგრამ ამ ქალბატონს რომ ვუსმენ მგონია ამ მითით თავს იმშვიდებს,რომ სხვა მიზეზებს არ ჩაუღრმავდეს, არ დაიწყოს სხვა მიზეზებზე ფიქრი და მერე რამეს არ წააწყდეს რაც უფრო არ მისცემს მოსვენებას. ალბათ ასე პოულობს სიმშვიდეს.... ვიზიარებ.... თუმცა მგონია ასეთ დროს პრობლემები უფრო ღრმაა ვიდრე მხოლოდ ლურჯი ვეშაპი.....
ვიოლეტი
16 ოქტომბერი 2019 18:46
იცით რა არის სხეულის დაზიანება “ლურჯი ვეშაპი” სასაცილოა უბრალოდ. ზოგადად საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი რა არის სხეულის დაზიანება და რა არის თვითმკვლელობაზე ფიქრიც. უბრალოდ ჩემი მიზეზი ის იყო რო არავინ მისმენდა სამწუხაროდ ყველას აქვს ეს მომენტი ცხოვრებაში და თამაშს ნუ დააბრალებთ იმას რაც არ არსებობს და ამით ფანტაზიებს ნუ აღვიძებთ ბავშვებში

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თვის კითხვადი სტატიები