"როგორ უნდა მოეთხოვა ბავშვს დაწინაურება, როცა დეპუტატი ის იყო და დეპუტატი ხომ ვერ გახდებოდა?!" - რაც აცხადებს თამთა თოდაძის დედა? - კვირის პალიტრა

"როგორ უნდა მოეთხოვა ბავშვს დაწინაურება, როცა დეპუტატი ის იყო და დეპუტატი ხომ ვერ გახდებოდა?!" - რაც აცხადებს თამთა თოდაძის დედა?

ილია ჯიშკარიანი არ აღიარებს ბრალს და ჰყვება, რომ თამთა დაწინაურებას ითხოვდაო. როგორ უნდა მოეთხოვა ბავშვს დაწინაურება, როცა დეპუტატი ის იყო და დეპუტატი ხომ ვერ გახდებოდა?! სად უნდა დაწინაურებულიყო, ვერ გავიგე", - განაცხადა საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის დედამ, ხათუნა ოქროპირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მჟორიტარ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

დღეს პოლიციაში თამთა თოდაძე მეორედ გამოიკითხა. ასევე, სამართალდამცველებს ჩვენება მისცა თოდაძის დედამ, ხათუნა ოქროპირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"