მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, რომელიც მძიმე მდგომარეობაში შარტავას ქუჩაზე იპოვეს, ახალი დეტალები ხდება ცნობილი - კვირის პალიტრა

მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, რომელიც მძიმე მდგომარეობაში შარტავას ქუჩაზე იპოვეს, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში მამაკაცის დაჭრის შესახებ, რომელიც მძიმე მდგომარეობაში შარტავას ქუჩაზე იპოვეს, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაჭრილი გოჩა ვეფხვაძეა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ვეფხვაძესა და რამდენიმე პირს შორის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ის ამის შემდეგ მანქანით შარატავას ქუჩაზე მიიყვანეს და დატოვეს. ვეფხვაძის ახლობლებს უჭირთ იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი ან ვის შეიძლება დაეჭრა ის. მათი თქმით, მამაკაცს ჭრილობები მიყენებული აქვს როგორც ცეცხლსასროლი, ისე ცივი იარაღით.

ვეფხვაძეს ამ დროისთვის რეგიონულ ჰოსპიტალში ოპერაცია უკეთდება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

"ინტერპრესნიუსი"