ვინ არიან რუსთავში მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმეზე დაკავებული პოლიციელები - კვირის პალიტრა

ვინ არიან რუსთავში მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმეზე დაკავებული პოლიციელები

რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე შსს-მ ხუთი პირი დააკავა, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველია.

ერთი პირი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული (1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა.), ხოლო სამართალმდაცველები ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით მიეცნენ პასუხისგებაში. კიდევ ერთ დაკავებულს, 1989 წელს დაბადებულ გიორგი გეთიაშვილს კი, რომელიც მოკლული მამაკაცის მეგობარია, ბრალად ცრუ ჩვენების მიცემა ედება.

გეთიაშვილის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.

უფლებადმცველმა AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი დაკავებული სამართალდამცველის ვინაობა დაასახელა:

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად ედება სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილი, რაც ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს და 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო რაც შეეხება სამართალდაცველებს, მათ სსკ-ის 143-ე მუხლით ედავებიან, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ერთ-ერთი დაკავებული სამართალდამცველი რუსთაველია, ჩემი ახლობელია. 1992 წელს დაბადებული მიხეილ ღუბიანური. კიდევ ერთი დაკავებული მოქმედი სამართალდამცველიც მისი თანამშრომელია რუსთავიდან" - განაცხადა კობაიძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "მასზე ადრეც იყო საჩივარი, მაგრამ ის საქმე ჩაიფარცხა" - რას ამბობენ რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობაზე დაკავებულ პოლიციელზე