მარჯანიშვილის მეტროსთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
09-10-2019
მარჯანიშვილის მეტროსთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საგმოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი მამაკაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები