უცნობმა მამაკაცმა ახალგაზრდებს რამდენჯერმე ესროლა - რა მოხდა მარნეულში - კვირის პალიტრა

უცნობმა მამაკაცმა ახალგაზრდებს რამდენჯერმე ესროლა - რა მოხდა მარნეულში

მარნეულში ორი ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დღეს, რუსთაველის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ მოწყობილ ჩაიხანის ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილია 19-დან 22 წლამდე ასაკის ორი ახალგაზრდა.

როგორც "ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, დაჭრილები სოფელ ჯანდარიდან არიან. უცნობმა მამაკაცმა ახალგაზრდებს რამდენჯერმე ესროლა. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები ფეხის არეში აქვთ მიყენებული.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორივე "ჯეო ჰოსპიტალის" მარნეულის კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლითაა დაწყებული და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

"ინტერპრესნიუსი"