ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკაში გაიმართება
ილია ჯიშკარიანისთვის  აღკვეთი  ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა  "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკაში გაიმართება
საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა 11 ოქტომბერს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართა. სხდომა 11 ოქტომბერს, 12:30 საათზე ჩაინიშნა. ხვალინდელ პროცესზე ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა.

შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს
8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები