"თუ პროკურატურას ოდნავი გონიერება ეყოფა, ილია ჯიშკარიანის მიმართ პატიმრობა არ უნდა მოითხოვოს"
"თუ პროკურატურას ოდნავი გონიერება ეყოფა, ილია ჯიშკარიანის მიმართ პატიმრობა არ უნდა მოითხოვოს"
ჩემთვის უცნობია, რა სახის აღმკვეთ ღონისძიებას ითხოვს ილია ჯიშკარიანისთვის პროკურატურა - თუ ოდნავი გონიერება ეყოფათ, პატიმრობით არ უნდა შემოვიდნენ, სხვა შემთხვევაში, შეიძლება, ცოტა სასაცილო მდგომარეობაშიც აღმოჩნდენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკრებულოს დეპუტატის, ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

"ამას ვთვლით იმიტომ, რომ ისედაც, საქმე ძალიან, ძალიან სუსტია, ფაქტობრივად, ბრალი დაუსაბუთებელია და ერთი მოწმის ჩვენებაზეა აგებული, რომელიც თავად არის დაინტერესებული მხარე - ეს არის წარმოუდგენელი, ვინაიდან კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ დამაჯერებელ
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს, აქ კი ერთი მტკიცებულებაა. სასაცილო იმ თვალსაზრისით გამოჩნდებიან, რა თქმა უნდა, ირონიული გაგებით, არასამართლებრივი ენით ვსაუბრობ, რომ დაუსაბუთებელი იქნება პატიმრობა. პატიმრობის მოთხოვნა ყველაზე მკაცრი ღონისძიებაა და შესაბამისად, ყველაზე მკაცრი ღონისძიება რომ იქნას გამოყენებული, ამისთვის სხვადასხვა წინაპირობა უნდა არსებობდეს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

კითხვაზე, დაესწრება თუ არა ჯიშკარიანი პროცესს, ადვოკატმა დადებითი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ პროცესი მისი მონაწილეობით ჩატარდება საავადმყოფოში.

ამასთან, კუბლაშვილი "ინტერპრესნიუსს“ ასევე ესაუბრა სავარაუდო შემთხვევის ადგილის შესახებაც, რომელიც მან დაათვალიერა.

"დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, ბევრ ნიუანსს ვერ გეტყვით, თუმცა ეს ოფისი არის მხოლოდ ერთი ოთახი, არის ღია კარი, პატარა სამზარეულო, ანუ, ამ ერთ ოთახში მუშაობს ყველა თანამშრომელი - აქ არის თამთა თოდაძის ადგილიც, ილია ჯიშკარიანის ადგილიც და სხვა ადამიანებისაც. მაქვს იდეალური მოცემულობა, საგამოძიებო ექსპერიმენტსაც ჩავატარებ და არ გამოვრიცხავ უცხოელი ექსპერტების მოწვევასაც, ექსპერიმენტისა და სხვადასხვა ექსპერტიზის ჩასატარებლად. არეული სიტუაცია ოთახში ვერ იქნებოდა, ასევე, მაგიდების განლაგება, თავად მდებარეობა და ძალიან ღია შემხებლობა გამავალ გზასა და ტროტუარზე, გიბსოკარდონით ნაქირავები ერთი ოთახი, სადაც ხმა ჩვეულებრივ გადის და გამოდის, ასევე, კარი და ფანჯარა, - ყველაფერი, მოცემულობის მთლიანი ჯამი პირდაპირი ფაქტია იმისა, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი და ზუსტი. ბევრი ნიუანსი პირდაპირ წინააღმდეგობაშია დაზარალებულის ჩვენებასთან. მდებარეობაა ისეთი, რომ ფაქტობრივად, ოფისი ქუჩაშია, ქუჩიდან ყველაფერი ჩანს, მაშინ როდესაც თოდაძე ჰყვება, რომ იქ ხდებოდა ეს მოქმედებები. ამაზე ვიდეო ექსპერიმენტსაც გავაკეთებ და მთელი სიზუსტით წარმოვუდგენ საზოგადოებას", - აღნიშნა ადვოკატმა.

ის შეეხო თამთა თოდაძისა და მისი ადვოკატის, თამარ ლუკავას განცხადებებსაც, რომ ისინი გაეცნენ საქმის მასალებს, რომელიც დიდი მოცულობისაა და იმას ამტკიცებს, რასაც საქმეზე ისინი ამბობენ.

"ინტერპრესნიუსი"
„კი ბატონო, ისაუბრონ, გაიხსნება პროცესი და ვიტყვით. ერთადერთი, რაც იყო, მე მოვითხოვე დღეს და ახლაც ვითხოვ, გუშინაც მედიასთან მთელი დღე ვითხოვდი, რომ სასწრაფოდ გააწერინონ ხელი გაუთქმელობის აქტზე და მისცენ საშუალება, ისაუბრონ ყველაფერზე - რას ვერ საუბრობენ ან რა მოცულობაზე ლაპარაკობენ. მეც მაქვს ეს საქმე და არის მოწმეების ჩვენებები. არ ვიცი, ვისთვისაა ეს მოცულობითი, მაგრამ მოწმეების გამოკითხვის ოქმებია წარმოდგენილი - მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ იქ მუშაობდნენ ორივე, რომ იმ დღისით იქ იყვნენ და ზოგადად, იცნობდნენ ერთმანეთს და იმ კონკრეტულ ინციდენტთან ეს ყველაფერი აბსოლუტურად არანაირ შემხებლობაში არ არის. ასევე, ჩხრეკა, საგამოძიებო მოქმედებები კანონის დარღვევითაა გაკეთებული, რაზეც შუამდგომლობას დავაყენებ სასამართლოში“, - განუცხადა ჯიშკარიანის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები