ნათლულის მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ნათლულის მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ორხევში მომხდარი მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებულის თქმით, კონფლიქტი ფინანსური დავის გამო დაიწყო. მისივე ინფორმაციით, მამაკაცი პერიოდულად ფულს სესხულობდა და შემდგომ არ უბრუნებდა. ბრალდებულის განცხადებით, მამაკაცი ცდილობდა, რომ მისი სამსახურეობრივი პოზიცია დაეკავებინა.

ცნობისთვის, მკვლელობა 9 სექტემბერს, ორხევში, მუხაძის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: "მკვლელობამდე ნათლულს "გამწარებული" დაეძებდა... მერე ჩაუსაფრდა და სიცოცხლეს გამოასალმა"

"ინტერპრესნიუსი"