"დღეს უნდა განქორწინებულიყვნენ" - ვინ არის ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"დღეს უნდა განქორწინებულიყვნენ" - ვინ არის ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა. დაჭრილი ქალი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოში შეყვანისას პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

ბრალდებული 30 წლამდე მამაკაცი ირაკლი დეკანოიძეა, გარდაცვლილი ქალი, კი ნათია გოგალაძე, ასევე 30 წლამდე ასაკისაა.

ყოფილ ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავთ. არსებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი შვილების გამო მოხდა. გაგრძელება