რას პასუხობს თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის ადვოკატს - კვირის პალიტრა

რას პასუხობს თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის ადვოკატს

საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე "აბსურდულს" უწოდებს ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებას, რომ თოდაძე კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, რომელიც მისი ალკოჰოლური თრობიდან გამოწვეულ ქმედებებს უკავშირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თამთა თოდაძე აცხადებს, არგუმენტები, რომელზეც კუბლაშვილი საუბრობს, აზრს მოკლებულია.

"რა მტკიცებულებაზე საუბრობს ქალბატონი მარიამი, მე არ ვიცი. რაც შეეხება სხვა საქმეებს, თუ ეს გააჟღერა, ამაზე მე სასამართლოზე გავცემ პასუხს, რადგან არ შეესაბამება სიმართლეს. ამ ადამიანს აქვს აზრს მოკლებული არგუმენტები. მისი ბრალდებები არის სრული აბსურდი," - განაცხადე თოდაძემ.

შეგახსენებთ, რომ თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის მტკიცებით, შემთხვევის დღეს, დაზარალებული თამთა თოდაძე ნასვამ მდგომარეობაში იყო. როგორც კუბლაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თოდაძე კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, რომელიც ალკოჰოლური თრობიდან გამომდინარე მის ქმედებებს უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"