"ყო­ფი­ლი ცო­ლის სა­მუ­შაო ად­გი­ლას ხელ­ყუმ­ბა­რა შე­აგ­დო, შემ­დეგ კი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა"- ვინ არის მამაკაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის მკვლელობაშია ბრალდებული - კვირის პალიტრა

"ყო­ფი­ლი ცო­ლის სა­მუ­შაო ად­გი­ლას ხელ­ყუმ­ბა­რა შე­აგ­დო, შემ­დეგ კი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა"- ვინ არის მამაკაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის მკვლელობაშია ბრალდებული

AMBEBI.GE-მ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ფოტო მოიპოვა, რომელიც ამჟამად მიმალვაშია. იგი 30 წლის ირაკლი დეკანოიძეა, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

შემთხვევა ხაშურში დღეს მოხდა. ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი ნათია გოგალაძეა, რომელიც ასევე 30 წლამდე ასაკისაა.

როგორც ცნობილია, მამაკაცმა თავდაპირველად ყოფილი ცოლის სამუშაო ადგილას ხელყუმბარა შეაგდო, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. შემდეგ კი ტერიტორიაზე შეიჭრა და დაზიანებები მიაყენა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით. ყოფილ ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავთ. არსებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი შვილების გამო მოხდა.  იხილეთ სრულად