ოთახში ჯერ ხელყუმბარა შეუგდო და როცა ნახა, არ აფეთქდა, სროლა ატეხა - ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე დააკავეს
ოთახში ჯერ ხელყუმბარა შეუგდო და როცა ნახა, არ აფეთქდა, სროლა ატეხა - ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე დააკავეს
სამართალდამცავებმა ხაშურში მომხდარ შემზარავ მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე წუხელ დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, ახლა ის ხაშურის პოლიციაში იმყოფება და მისი დაკითხვა იქ მიმდინარეობს.

მკვლელობა გუშინ მოხდა. მან ყოფილი მეუღლე, 31 წლის ნათია გოგალაძე 11 ოქტომბერს სადისტურად მოკლა. იგი თამარ მეფის ქუჩაზე ყოფილ მეუღლეს დილის 11 საათზე შეიარაღებული სამსახურში მიუვარდა, ოთახში ჯერ ხელყუმბარა შეუგდო და როცა ნახა, არ აფეთქდა, სროლა ატეხა, შეშინებულმა ქალმა გაქცევა შეძლო, თუმცა მოძალადემ ის დაიჭირა და იარაღის კონდახით
სასტიკად გაუსწორდა. ახალგაზრდა ქალს დაზიანებები ძირითადად თავში ჰქონდა და დასისხლიანებული სასწრაფოს ბრიგადამ ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანა, თუმცა მისთვის მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმების მცდელობის მიუხედავად რამდენიმე საათში ის კლინიკაში გარდაიცვალა.

ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავემ შემთხვევის ადგილი უპრობლემოდ დატოვა. მას
სამართალდამცავებმა მიაგნეს. სავარაუდოდ, ის დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ შვილების ნახვის გამო ჰქონდა მას კონფლიქტი. ბავშვებს ვერ ნახულობდა და ამაში მეუღლეს ადანაშაულებდა. ამის გამო მოკლა ცოლი. ცნობილია ისიც, რომ სწორედ იმ დღეს უნდა ემსჯელა სასამართლოს ცოლ-ქმრის განქორწინებაზე. მათ შორის უნდა განესაზღვრა სასამართლოს შვილების მშობლებთან ყოფნის დღეები. ამ ფონზე რატომ მოკლა მან ასე სასტიკად ცოლი, ამას ალბათ გამოძიება დაადგენს. ცნობილია, რომ პროცესი ნკვლელობის დღეს 4 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა მანამდე მან მეუღლე კონდახის თავში რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლა ცოლი, რომელთანაც 6 წელია არ ცხოვრობდა. დანაშაულის გამოძიება გრძელდება. მალე გაირკვევა რა ჩვენება მისცა ბრალდებულმა.





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები