თელავში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

თელავში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თელავში ცივი იარაღით ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ჩოლოყაშილის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმციით, მომხდარს წინ შელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილებს დაზიანებები ყელისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. ისინი თელავის რაიონულ სავადმყოფოში არიან მოთავსებული. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო,რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.