"ავტომობილში დაჭრეს, შემდეგ კი საკუთარ სახლთან მიატოვეს" - ლისის ტბასთან დაჭრილი 41 წლის მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა
"ავტომობილში დაჭრეს, შემდეგ კი საკუთარ სახლთან მიატოვეს" - ლისის ტბასთან დაჭრილი 41 წლის მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა
ლისის ტბასთან რამდენიმე დღის წინ დაჭრილი 41 წლის მამაკაცი კლინიკაში დღეს გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" რეგიონალურ ჰოსპიტალში დაუდასტურეს.

შემთხვევა 6 ოქტომბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება რამდენიმე პირს შორის ლისის ტბის მიმდებარედ მოხდა. 41 წლის მამაკაცი ერთ-ერთ ავტომობილში დაჭრეს, შემდეგ კი საკუთარ სახლთან მიატოვეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება 19-109 მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს,
რაც ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არაერთგზის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შესაძლებელია გამოძიების მიმდინარეობისას მუხლები გადაკვალიფიცირდეს.

უწყებისვე ცნობით, მომხდარში ბრალდებული ამ დრომდე არაა დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?