დიდ დიღომში, აფეთქების საქმეზე დაკავებულ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ყოფილ თანამშრომლებს 4-4 წლით პატიმრობა შეეფარდათ
დიდ დიღომში, აფეთქების საქმეზე დაკავებულ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ყოფილ თანამშრომლებს 4-4 წლით პატიმრობა შეეფარდათ
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული პირები, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ყოფილი თანამშრომლები, თორნიკე ტატიშვილი და ვაზირ მამადიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

მამადიანსა და ტატიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. დაკავებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

ცნობისთვის, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

62 წლის ვაზელ მამადიანსა და 28 წლის თორნიკე ტატიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მეორე პრიმა ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სამსხურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა