5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს გორის რაიონულმა სასამართლომ 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის პროკურორის, ნათია კიკალიას თქმით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობდა და შესაბამისად, ბრალდებულს სწორედ აღნიშნული მუხლით წარედგინა ბრალი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ელი ნაწილი გულისხმობს ძალადობის გარეშე, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

საქმის
მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა, წინასწარი შეცნობით, თავის სახლსა და დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში, 5 წლის ასაკის ბავშვის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა გარყვნილი ქმედება.

ფაქტი კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. დაზარალებულის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი ქეთი გაგოევი იცავდა, თუმცა, გაგოევის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მცირეწლოვანია,
საქმის მასალებსა და სხვა დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?